ახალი ამბები
მაღაროელები მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე კომპანიისგან პასუხს ელოდებიან
FaceBook
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც 83-ე დღეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ, მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ადმინისტრაციისგან პასუხს ელოდებიან.

მშრომელებმა, 15 მაისს გამართულ შეხვედრაზე, ის სამი მთავარი საკითხი დააყენეს, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგაც კომპანიასთან, დიალოგის რეჟიმში, უკვე გრძელვადიან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

მაღაროელები, პირველ რიგში, უკანონოდ დაკავებული მათი 4 თანამებრძოლის გათავისუფლებას, 2 თვის ხელფასის ჩარიცხვას და ბანკში პროცენტებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, რადგან ამბობენ, რომ ხელფასის დარიცხვას აზრი არ აქვს, თუ თანხას ბანკი წაიღებს.

"აქცია, პროტესტი და შიმშილობა უწყვეტად გრძელდება. სრულად კონცენტრირებულები ვართ დღევანდელ დღეზე და იმ სამ ძირითად, მნიშვნელოვან საკითხზე, რომელთა გადაწყვეტაც მოკლევადიან პერსპექტივაშია საჭირო. ვიმედოვნებთ, რომ კომპანიის მხრიდან იქნება გონივრული და პასუხისმგებლობით სავსე მიდგომა როგორც აღნიშნულ საკითხებზე, ისე მთლიანად მიმდინარე პროცესებზე. დავიგეგმებით იმ პასუხების მიხედვით, რასაც კომპანია წარმოგვიდგენს",- ამბობენ მაღაროელები.

ჭიათურაში პროტესტის მე-83 და შიმშილობის 24-ე დღეა. საკვების მიღებაზე უარს აცხადებს 5 მაღაროელი, 2 მშრომელი კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკაში იმყოფება. ამ დრომდე ციხეშია 4 მშრომელი.

მაღაროელები ჭიათურაში, ქუჩაში, უწყვეტ პროტესტში არიან, გაშლილი აქვთ კარვებიც. მშრომელების ნაწილი კი თბილისშია წასული და მე-9 დღეა, აქციას მთავრობის კანცელარიასთან მართავს.

ისინი 2 თვეზე მეტია, პროცესებში სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვენ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ჭიათურაში მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ ჩამოსულა და პროტესტის მონაწილეებს პირადად არ დალაპარაკებია.

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.


ამავე თემაზე:


"დიალოგი შედგა, დავაყენეთ სამი სწრაფად გადასაჭრელი საკითხი"- მაღაროელები კომპანიის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე

მაღაროელების მიხეილ სოცკის შეხვედრა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დავით კაკაბაძის სამხატვრო გალერეაში სახურავის რემონტისთვის მერიამ
48 175 ლარის ღირებულების ტენდერი (NAT250008652 )
გამოაცხადა.
13:54 / 19.05.2025
დავით კაკაბაძის სამხატვრო გალერეაში სახურავის რემონტისთვის მერიამ 48 175 ლარის ღირებულების ტენდერი (NAT250008652 ) გამოაცხადა.
ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა კიდევ
ერთი მსოფლიო ჯილდო - The Best in Heritage – Project of Influence
(მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი) მიიღო.
10:55 / 19.05.2025
ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა კიდევ ერთი მსოფლიო ჯილდო - The Best in Heritage – Project of Influence (მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი) მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.