ახალი ამბები
ერთი მოკლული და ორი დაჭრილი - ქუთაისში მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა სამი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.

"დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „აჭარის
ტელევიზიიდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
20:31 / 03.06.2026
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „აჭარის ტელევიზიიდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, 2 ივნისს ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ,
თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ ელექტრონული
წერილები მიიღეს, რომლებშიც ეცნობათ, რომ მათთან შრომითი
ხელშეკრულებები შეწყდა.
13:56 / 02.06.2026
მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, 2 ივნისს ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ, თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ ელექტრონული წერილები მიიღეს, რომლებშიც ეცნობათ, რომ მათთან შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.