ახალი ამბები
"ჰეროინი, გასაღების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა"- პროკურატურა
FaceBook
პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომლის ნაწილიც, გასაღების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-2603-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.


ამავე თემაზე:


იმერეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:48 / 30.06.2025
"ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლავ ვაპროტესტებთ ივანიშვილი/კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო მოთხოვნებს, რომელიც კლანურმა სასამართლომ მორჩილად დააკმაყოფილა"
ვანის მუნიციპალიტეტში, შპს „ბ.პ.ჰესის“ 4.8 მგვტ სიმძლავრის
ჰიდროელექტროსადგურის - სულორის ჰესების კასკადის პროექტის სკოპინგის
დასკვნა გაუქმდა.
10:58 / 30.06.2025
ვანის მუნიციპალიტეტში, შპს „ბ.პ.ჰესის“ 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - სულორის ჰესების კასკადის პროექტის სკოპინგის დასკვნა გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.