მაღაროელები დღეს, 15 მაისს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის"
ადმინისტრაციას, მათ შორის ჭიათურის საწარმოების მმართველს, მიხაილ
სოცკის შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრას ორივე მხარის იურისტები
დაესწრებიან.
"ხუთშაბათს, საღამოს 6 საათზე, გაიმართება შეხვედრა კომპანიის
მენეჯმენტთან, გელოდებით ყველას კარავთან. თავისუფლება და სოლიდარობა
უსამართლოდ დაკავებულ ბიჭებს",- განმარტავენ მაღაროელები.
აღსანიშნავია, რომ დღეს დილით სამუშაო პროცესი განახლდა მღვიმევის
მაღაროში. მშრომელები მოუწოდებდნენ აქ დასაქმებულებს, არ
გამოცხადებულიყვნენ სამუშაო ადგილებზე და ამით სოლიდარობა
გამოეცხადებინათ უსამართლოდ დაკავებულებისთვის.
"დასაქმებულთა დიდი ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადა ჩვენს უსამართლოდ
დაკავებულ ოთხ თანამებრძოლს და თავი შეიკავა სამუშაო პროცესში
ჩართვისგან. სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც, ვინც უგულებელყო ეს
მდგომარეობა და ამ გაურკვეველი ვითარების ფონზე, მაინც გადაწყვიტა
მაღაროში შესვლა. თავჩაღუნულები, უხმოდ მიიჩქაროდნენ შესასვლელისკენ.
ჭიათურელებო, არ გვეკადრება ასეთი საქციელი! არ უნდა ვიაროთ ამ
ქალაქში თავდახრილებმა — ერთმანეთისთვის თვალის გასწორების არ უნდა
გვცხვენოდეს. შემირცხვენია ყველა ის ჭიათურელი, ვინც პირადი
კეთილდღეობის მოლოდინს, ფულს და სიხარბეს კაცობაზე, ადამიანობაზე და
მორალზე წინ აყენებს",- ამბობენ მაღაროელები.
ჭიათურაში პროტესტის 77-ე და შიმშილობის მე-20 დღეა. საკვების
მიღებაზე უარს აცხადებს 5 მაღაროელი, 2 მშრომელი კი, ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკაში იმყოფება. ამ დრომდე
ციხეშია 4 მშრომელი.
მაღაროელები ჭიათურაში, ქუჩაში, უწყვეტ პროტესტში არიან, გაშლილი აქვთ
კარვებიც. მშრომელების ნაწილი კი თბილისშია წასული და მე-5 დღეა,
აქციას მთავრობის კანცელარიასთან მართავს.
მაღაროელები 2 თვეზე მეტია, პროცესებში სახელმწიფოს ჩართულობას
ითხოვენ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ჭიათურაში მთავრობის არცერთი
წარმომადგენელი არ ჩამოსულა და პროტესტის მონაწილეებს პირადად არ
დალაპარაკებია.
მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024
წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა.
მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება.
შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის
მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას
მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა
გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი
განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და
პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის"
დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
ფოტო: მაუწყებელი
ამავე თემაზე:
მაღაროელების მიხეილ სოცკის შეხვედრა - რაზე ისაუბრეს
მხარეებმა
რატომ არ ხვდება ჯანდაცვის მინისტრი მაღაროელებს -
რას ამბობს მიხეილ სარჯველაძე ჭიათურაში 75 დღიან პროტესტზე
"გადავარჩინოთ ჭიათურა"- მაღაროელების ნაწილი
თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, ჩავიდა
"თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს“ - მასშტაბური
საპროტესტო აქცია ჭიათურაში
"დავიწყებთ იურიდიულ დავას, დავუპირისპირდებით
უსამართლოდ მიმდინარე რეორგანიზაციას"- მაღაროელები
"მხოლოდ ბრძოლით და ერთად დგომით მივაღწევთ
გამარჯვებას"- პროტესტის 69-ე და შიმშილობის მე-12 დღე
ჭიათურაში
მასალის გამოყენების პირობები