ახალი ამბები
მიხეილ სოცკი მშრომელებთან შეხვედრის შემდეგ პროფკავშირებსაც შეხვდა - რაზე იმსჯელეს მხარეებმა
FaceBook
ჭიათურაში ოპერირებადი კომპანია cmc-ის დირექტორი მიხაილ სოცკი, მაღაროელებთან დიალოგის შემდეგ, პროფკავშირების წარმომადგენლებსაც, მათ შორის გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.
პროფკავშირების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ჭიათურაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში პროფკავშირების გაერთიანების მოთხოვნებისა და შენიშვნების განხილვა.

მათივე შეფასებით, შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა - კომპანიამ გაითვალისწინა პროფკავშირების გაერთიანების მოთხოვნები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

"კერძოდ, კონკურსი არ შეეხება ჭიათურაში ოპერირებად კომპანიებს სს ახალ გამამდიდრებელ ქარხანასა და შპს ჯმ-ემს -ს. ხოლო, სხვა მიზეზებიდან გამომდინარე (დასაქმებულის უარი სამუშაოზე ან სხვა გარემობა) კომპანიაში ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კომპანიის სხვა დასაქმებულებს.

არ მოხდება კომპანიასა და მაღაროელებს შორის ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. რიგ საკითხებთან დაკავშირებით მოხდება მხოლოდ დამატებითი შეთანხმებების გაფორმება (მაგ. 12 საათიანი სამუშაო გრაფიკიდან 8 საათიან სამუშაო გრაგიკზე გადასვლა). სტაჟი ყველა თანამშრომელს ჩვეულებრივ გაუგრძელდება, უწყვეტად.

პროფკავშირსა და კომპანიას შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდება, ყველა სიკეთითა და სარგებელით.

რეორგანიზაციის პროცესში პირთა შეფასება მოხდება ობიექტურად, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. გათვალისწინებულ იქნება, მათ შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები, მიღებული მხოლოდ მუშაობის ბოლო 1 წლის განმავლობაში 01.11.2023 წლიდან 01.11.2024 წლამდე. ასევე, ნებისემირი შეფასება დაყრდნობილ იქნება ობიექტურ ფაქტებზე.

ერთობლივი შეთანხმებით განისაზღვრება ქალთა კვოტა მენეჯერულ და სხვა პოზიციებზე.

კომპანიაში ვაკანსიების გაჩენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც მუშაობდნენ ჭიათურაში ოპერირებად კომპანიებში. საჭიროების შემთხვევაში მოხდება კვალიფიკაციია ამაღლება ან/და გადამზადება დასაქმების მიზნით",- აღნიშნულია პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთელ რიგ სხვა საკითხებზე, მათ შორის იმ მოთხოვნებზე, რომლებიც პროფკავშირებმა დააყენა მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში, გაგრძელდება მუშაობა შეთანხმების მიღწევის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ მშრომელები  პროფკავშირებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ მათი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. 

მიხაილ სოცკი გუშინ, 13 მაისს, მაღაროელებსაც შეხვდა და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.  მაღაროელების თქმით, მომდევნო ოფიციალური შეხვედრა ხუთშაბათს, 15 მაისს, გაიმართება და მას როგორც მშრომელების, ისე კომპანიის იურისტები დაესწრებიან.

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

ჭიათურაში პროტესტის 76-ე და შიმშილობის მე-19 დღეა. საკვების მიღებაზე უარს აცხადებს 5 მაღაროელი, 2 მშრომელი კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკაში იმყოფება.

მაღაროელები ჭიათურაში, ქუჩაში, უწყვეტ პროტესტში არიან, გაშლილი აქვთ კარვებიც. მშრომელების ნაწილი კი თბილისშია წასული და აქციას მთავრობის კანცელარიასთან მართავს.

მაღაროელები 2 თვეზე მეტია, პროცესებში სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვენ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ჭიათურაში მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ ჩამოსულა და პროტესტის მონაწილეებს პირადად არ დალაპარაკებია.

ამავე თემაზე:

"თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს“ - მასშტაბური საპროტესტო აქცია ჭიათურაში

"დავიწყებთ იურიდიულ დავას, დავუპირისპირდებით უსამართლოდ მიმდინარე რეორგანიზაციას"- მაღაროელები

"მხოლოდ ბრძოლით და ერთად დგომით მივაღწევთ გამარჯვებას"- პროტესტის 69-ე და შიმშილობის მე-12 დღე ჭიათურაში

ვინ მოაწერა ხელი სოცკის გეგმას?

ჭიათურაში, პროტესტის პარალელურად, მაღაროელების მასობრივი დათხოვნა დაიწყო

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
27 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა,
13:16 / 28.06.2025
27 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა დაიწყო. 
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.
13:02 / 28.06.2025
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.