სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2025 წლის აპრილში წინა
თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო
წლიური ინფლაციის დონემ - 3.4 პროცენტი შეადგინა.
ფასები გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ტანსაცმელზე,
ჯანმრთელობის დაცვაზე. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები
გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით
აისახა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.5
პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია ტანსაცმელზე (2.3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა:
ჯგუფში ფასები მომატებულია 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.04
პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო
მომსახურება (0.7 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და
მოწყობილობა (0.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (0.3
პროცენტი). სამაგიეროდ ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.0
პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა
(-1.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.2
პროცენტი).
ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.3
პროცენტი). რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, მის ფორმირებაზე ძირითადი
გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.0 პროცენტით, რაც
წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (18.2 პროცენტი),
ბოსტნეული და ბაღჩეული (16.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (15.7
პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.0 პროცენტი), პური და
პურპროდუქტები (8.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური წვენები (8.0 პროცენტი), თევზეული (6.1
პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (5.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის
პროდუქტები (0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და
ყურძენზე (-8.3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები
მომატებულია 9.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.77 პროცენტული
პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.5
პროცენტი), სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.9
პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (7.6 პროცენტი)
ქვეჯგუფებზე. სამაგიეროდ ******შემცირებულია ფასები კავშირგაბმულობის
მიმართულებით. ფასები შემცირებულია 12.4 პროცენტით, რაც წლიურ
ინფლაციაზე -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა./ა
მასალის გამოყენების პირობები