2025 წლის პირველ ოთხ თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად ორ
მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სულ გადაყვანილ იქნა 2
189 558 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში
მიღებული მგზავრების რაოდენობას.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, თბილისის
საერთაშორისო აეროპორტი 1 442 458 მგზავრს მოემსახურა (ზრდამ 2024
წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 13%-ი შეადგინა).
პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 506
564 მგზავრს მოემსახურა, რაც 2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ
პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. ბათუმის საერთაშორისო
აეროპორტის მეშვეობით კი გადაყვანილ იქნა 233 725 მგზავრი, რაც 44%-ით
აღემატება 2024 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებს.
"მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოს აეროპორტებში ათი ათასზე
მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა, რაც 15%-ით
აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენები
რაოდენობას. ჯამურად, განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ
შეადგინა 7744 ავიარეისი, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ -
2338.
მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით.
2025 წლის იანვარ-აპრილში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების
მოცულობამ 10599.332 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, ტვირთბრუნვა 61%-ით გაიზარდა.
2025 წლის იანვარ-აპრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის
მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს
Wizz Air-ი. ავიაკომპანია ბაზრის 18%-იან წილს ფლობს და 392 454
მგზავრი ყავს გადაყვანილი.
რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების
რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე
გამოიყურება:
Wizz Air Hungary – 18% (392 454 მგზავრი);
Pegasus – 8% (180 098 მგზავრი);
Georgian Airways – 7% (160 437 მგზავრი);
Turkish Airlines – 7% (151 719 მგზავრი);
Azerbaijan Airlines – 7% (141 468 მგზავრი)",- განმარტავენ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
მათივე ცნობით, 2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს
აეროპორტებში 61 სამგზავრო ავიაკომპანია 96 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.
მასალის გამოყენების პირობები