ახალი ამბები
"15 მაისიდან სამუშაოები დაიწყება მღვიმევის მაღაროზე"- "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" განცხადებას ავრცელებს
FaceBook
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" 15 მაისიდან მღვიმევის მაღაროზე სამუშაო პროცესის განახლებას გეგმავს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამას მალევე მოჰყვება დარჩენილი ობიექტების ამუშავებაც. 

"საქართველოს მთავრობასთან არსებულ სამმხრივ სამუშაო ჯგუფთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ჭიათურის საწარმოები ამუშავდება რეორგანიზაციის გეგმით, რაც თანამშრომლების განახლებულ საშტატო სტრუქტურაში ხელახლა დასაქმებას ითვალისწინებს. კომპანია ახლიდან დაასაქმებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რეორგანიზაციის პროცესში.

მუშაობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ყოველდღიურ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა და დეტალური ინფორმაციის მიღება უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტისგან. კომპანია გეგმავს სწრაფად დააკომპლექტოს ყველა ობიექტი და ეტაპობრივად ამუშავდეს",- განმარტავენ კომპანიაში. 

მაღაროელები კი აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის შესახებ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ და კომპანიის ცალმხრივ პირობებს არ დასთანხმდებიან. ისინი 
იმ მშრომელების ხელმოწერებს აგროვებენ, რომლებიც უარს ამბობენ, დათანხმდნენ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ 7-პუნქტიან განცხადებას, რომლის მიხედვით, მათ თავად უნდა თქვან უარი სამსახურზე, გარანტიებსა და კომპენსაციაზე. უფრო მეტიც, მაღაროელები "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. მშრომელები ამბობენ, რომ უკვე იურიდიულად დაუპირისპირდებიან უკანონოდ და უსამართლოდ მიმდინარე რეორგანიზაციას და მასობრივ დათხოვნას.

ჭიათურაში, მაღაროელების პროსტესტი 70 დღეა გრძელდება. 

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. რამდენიმე დღის წინ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:06 / 14.06.2025

15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
11:03 / 14.06.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.