ახალი ამბები
"დავიწყებთ იურიდიულ დავას, დავუპირისპირდებით უსამართლოდ მიმდინარე რეორგანიზაციას"- მაღაროელები
FaceBook
ჭიათურელი მაღაროელები "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ.
მშრომელები ამბობენ, რომ უკვე იურიდიულად დაუპირისპირდებიან უკანონოდ და უსამართლოდ მიმდინარე რეორგანიზაციას და მასობრივ დათხოვნას.

"მაღაროს ყველა თანამშრომელს დაბეჯითებით და დარწმუნებით გეუბნებით, რომ თქვენ ჯერ არ ითვლებით სამსახურიდან გათავისუფლებულად და კომპანია ვალდებულია, გადაგიხადოთ შეთანხმებული ხელფასი. როგორც აქამდე ვაიძულეთ კომპანია, გადაეხადა ორი თვის ხელფასი, უკან წაეღო ლიკვიდაციის და მიწისქვეშა მაღაროების სრული დახურვის გადაწყვეტილება, დაერღვია თავისივე დაწერილი წესები და შვიდპუნქტიან განცხადებაზე უარი ეთქვა, ასეთივე ერთიანობით და ერთობით ვაიძულებთ, გადაგვიხადოს ხელფასები და უარი თქვას უკანონოდ მიმდინარე მასობრივ დათხოვნაზე. 

ჩვენ ზურგს არ გვიმაგრებს პროფკავშირი - პროფკავშირს 24 აპრილის შემდეგ ჭიათურის შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს - მაგრამ ჩვენ გვყავს ერთმანეთი და ჩვენ გვყავს 4 საერთო პატიმარი, რომლებსაც სამართლიანი ბრძოლის გამო 4-დან 9 წლამდე უპირებენ ციხეში დატოვებას",- ამბობენ მშრომელები. 

მაღაროელების უფლებებს სასამართლოში მოძრაობა "ხმის" წევრი, იურისტი ვახტანგ ნაცვლიშვილი დაიცავს. 

ჭიათურელი მაღაროელების საინიციატივო ჯგუფი იმ მშრომელების ხელმოწერებს აგროვებს, რომლებიც უარს ამბობენ, დათანხმდნენ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ 7-პუნქტიან განცხადებას, რომლის მიხედვით, მათ თავად უნდა თქვან უარი სამსახურზე, გარანტიებსა და კომპენსაციაზე. ამ დროისთვის მათ 1400-ზე მეტი დასაქმებულის ხელმოწერა აქვთ, რომელიც ნდობას არ უცხადებს კომპანიას. თავის მხრივ, კომპანია რეორგანიზაციაზე ხელმომწერი ადამიანების შეგროვებას ცდილობს და მეორე ეტაპის გასაუბრების სმს შეტყობინებებს იმ ადამიანებსაც უგზავნის, რომლებიც რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან და შესაბამისად, არც პირველი ეტაპის გასაუბრებაზე ყოფილან.

ჭიათურაში, მაღაროელების პროსტესტი 69 დღეა გრძელდება. 4 დაკავებული, 6 მოშიმშილე და ყოველდღიურად ასობით ქუჩაში გამოსული ჭიათურელი - ასეთია მშრომელების 69-დღიანი ბრძოლა. 

მაღაროელებმა, ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. რამდენიმე დღის წინ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 10 მაისიდან 10 ივნისამდე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება.
13:56 / 07.05.2025
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 10 მაისიდან 10 ივნისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება.
69-ე დღეა, ჭიათურაში მაღაროელების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს -
ამდენივე დღეა, რაც ისინი პროცესებში მთავრობის ჩართულობას ითხოვენ,
თუმცა უშედეგოდ.
11:49 / 07.05.2025
69-ე დღეა, ჭიათურაში მაღაროელების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს - ამდენივე დღეა, რაც ისინი პროცესებში მთავრობის ჩართულობას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.