ახალი ამბები
"ვისაც ეს სმს მიუვიდა, არათუ პირველი ეტაპის გასაუბრება არ გაუვლია, არამედ საერთოდ სანატორიუმის ტერიტორიაზე არ გაუვლია"
FaceBook

ჭიათურაში, მაღაროელებს  კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტისგან" მეორე ეტაპის გასაუბრების  სმს შეტყობინებები იმ ადამიანებმაც მიიღეს, რომლებიც რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან და  შესაბამისად, არც პირველი ეტაპის გასაუბრებაზე ყოფილან.


"პიროვნებას, ვისაც ეს სმს მიუვიდა, არათუ პირველი ეტაპის გასაუბრება არ გაუვლია, არამედ საერთოდ სანატორიუმის ტერიტორიაზე არ გაუვლია. ხელმოწერაზე საუბარი ზედმეტია — ერთადერთი ადგილი, სადაც ხელი მოაწერა, არის ჩვენთან კარავში.
შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს 1,400 ზე მეტი რეალური დასაქმებულის ხელმოწერა, რომელიც ნდობას არ უცხადებს კომპანიას. ეს 1,400 დასაქმებული 100%-ით აქტიური მუშა პერსონალია, რომელიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. ხოლო რაც შეეხება კომპანიის ხელმომწერთა სიას მათ რიგებში ტაქსისტები, საპენსიო ასაკში მყოფნი, უბრალო მოქალაქეები და მერიის თანამშრომლები შედიან. კომპანია ყველაფერს ცდილობს, თავისკენ გადაიბიროს აქტიური მუშა პერსონალი. მსგავსი შემთხვევა თუ გაქვთ — გამოგვეხმაურეთ. არ მოაწეროთ ხელი არაფერს, არ გამოცხადდეთ არანაირ გასაუბრებაზე! ეს ყველაფერი ემსახურება „ჭიათურა მენეჯმენტის“ ლეგიტიმაციას და იმ სამართლებრივი დარღვევების გადაფარვას, რაც კომპანიამ განახორციელა", - აცხადებენ მშრომელები. 

კომპანიაში "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, რომ სმს შეტყობინებას ყველა თანამშრომელი მიიღებს, რადგან ერთიან ბაზაშია მოქცეული და  მათი თქმით,  მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული ადამიანი ეთანხმება თუ არა დაწყებულ რეორგანიზაციას. 



ჭიათურაში, მაღაროელების პროსტესტი 68 დღეა გრძელდება.

ოთხი დაკავებული, 6 მოშიმშილე და ასობით ყოველდღიურად ქუჩაში გამოსული ჭიათურელები - ასეთია მშრომელების 68 დღიანი ბრძოლა. 

მაღაროელებმა, ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. რამდენიმე დღის წინ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხო ქვეყნის 1 905 192
მოქალაქე შემოვიდა. შემოსულთაგან ყველაზე მეტი ანუ 498 726 რუსეთიდან
იყო.
16:22 / 11.08.2025
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხო ქვეყნის 1 905 192 მოქალაქე შემოვიდა. შემოსულთაგან ყველაზე მეტი ანუ 498 726 რუსეთიდან იყო.
დღეიდან,  5 სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების
აღებას ნახევარ ფასად შეძლებს.
15:38 / 11.08.2025
დღეიდან,  5 სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეთა ნაწილი ID ბარათების აღებას ნახევარ ფასად შეძლებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.