ახალი ამბები
საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბლიტაცია იწყება
FaceBook
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია პროგრამის "ქართული ჩაის" ფარგლებში განხორციელდება.


საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბლიტაცია იწყება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია პროგრამის "ქართული ჩაის" ფარგლებში განხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 3 მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს. პროგრამის შესახებ ინფორმაცია, იმერეთის სამხარეო ადმინიატრაციაში ჩაის კოოპერატივებისა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს.

პროგრამის "ქართული ჩაის" მენეჯერის, ლევან უროტაძის განმარტებით, პროგრამაში ჩართვა მხოლოდ კოოპერატივებსა და იურიდიულ ორგანიზაციებს შეეძლებათ. უროტაძის ინფორმაციით, თავის მხრივ პროგრამაში მონაწილეობა კოოპერატივებისთვის მკაცრად არის განსაზღვრული.

"უფრო მკაცრები ვართ კოოპერატივების მიმართ, რადგან არიან ისეთი კოოპერიტივები, რომლებიც რეალურად არ ფუნქციონირებენ და მხოლოდ ქაღალდზე არიან. შესაბამისად, ჩვენ მკაცრად გავწერეთ ის კრიტერიუმები, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არის აუცილებელი", - განმარტა შეხვედრაზე "ქართული ჩაის" მენეჯერმა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ჩაის კოოპერატივები უნდა ფლობდნენ 3-დან 5 ჰექტრამდე ჩაის პლანტაციებს. ასევე, უნდა ჰქონდეთ შესაბამისი შენობა, სადაც შეძლებენ ჩაის გადამზადებას ან თუკი შენობა არ აქვს, 24 თვის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს გეგმა, რომ შეძლებენ ჩაის გადასამუშავებლად საჭირო შენობის აშენებას და მის აღჭურვას.

ანალოგიური გეგმის წარდგენა მოუწევთ იურიდიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ "ქართული ჩაის" პროგრამაში მონაწილეობა, ოღონდ იმ განსხვავავებით, რომ გეგმის წარდგენის ვადა მათთვის 3 წლით არის განსაზღვრული.

საბუთების წარდგენის შემდეგ
პროგრამის ფარგლებში, ჩაის პლანტაციების ლაბორატორიული შემოწმება ადგილზე ხდება.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი წარმოადგენს არსებული პლანტაციების რეაბილიტაციას, მეორე ეტაპი მათ ტექნიკურ აღჭურვას და შემდგომი ეტაპი პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებას ითვალისწინებს.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას სოფლის სამინისტროს მიერ შერჩეული კომპანიები განახორცილებენ.

"მხოლოდ ის კომოანიები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის, რადგან ჩაის პლანტაციას სპეციფიკური მიდგომა სჭირდება", - განმარტეს შეხვედრაზე.

პროექტის ფარგლებში განზაღვრულია ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციოდ თანადაფინანსება. მაგალითად, კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში იურიდიული პირებისთვის რეაბილიტაციის სამუშაოების 60% პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ხოლო 40%-ის გადახდა კერძო მესაკუთრეს უწევს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების 80% ფინანსდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის.

პროგრამა "ქართული ჩაი" სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 15 იანვარს დაამტკიცა. პროგრამის მიზანია, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის ზრდის ხელშეწყობა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.