ახალი ამბები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
FaceBook
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს.

naec.ge-ის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

ამასთან, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.

მათივე ცნობით, მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.

აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
მათემატიკა აირჩია 13 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
გეოგრაფია აირჩია 2 300-მა აბიტურიენტმა;
ლიტერატურა აირჩია 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება აირჩია 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია აირჩია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ფიზიკა აირჩია 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ბიოლოგია აირჩია 3 200- ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ხელოვნება აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

როგორც საგამოცდო ცენტრში განმარტავენ, გამოცდების განრიგი www.naec.ge-ზე დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, საგამოცდო ცენტრის მისამართისა და გამოცდაზე გამოცხადების დროის თაობაზე მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვაც, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.

2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვისა და მაწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის 5 მარტს დაიწყო და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.