ახალი ამბები
ქუთაისში უძრავი ქონების ღირებულებაზე - ფასები განახევრდა
FaceBook

"ბინების ფასი 11 ათასი დოლარიდან იწყება"


ქუთაისში ქონების ბირჟაზე მყოფი კერძო ბინების ფასების დაცემაზე საუბრობენ.

უძრავი ქონებით მოვაჭრეები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ, რომ 2016 წლის დასაწყისისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფართების, ბინების, კერძო სახლების ქირაობის, დაგირავებისა და გაყიდვის ფასი 15% - 20% -ითაა შემცირებული.

ე.წ მაკლერების ინფორმაციით, თუ გასულ წელს ქუთაისის ცენტრალურ უბანში მაგალითად, ერთოთახიანი ბინის ფასი საშუალოდ 33 ათას დოლარს შეადგენდა, წელს იგივე ტიპის ბინის ღირებულება 21-20 ათასი დოლარია.

მათივე თქმით, ცენტრალური უბნების მსგავსად, ანალოგიური მდგომარეობაა ქუთაისის გარეუბნებშიც.

"გასულ წელს მაგალითად, 100 ათას დოლარად ღირებული ქონება წელს 45 ათასად იყიდება. გარეუბნებში ერთოთახიანი ბინების ფასი 11 ათასი დოლარიდან იწყება. უბნების მიხედვით ყოველთვის განსხვავებული იყო და იქნება ფასები უძრავ ქონებაზე ღირებულება, თუმცა საერთო ჯამში, უძრავი ქონების ფასი დაეცა" - ამბობენ ქუთაისში ქონების ბირჟაზე მყოფი მაკლერები.

მაკლერების ნაწილი საცხოვრებელ ბინებზე ფასების კლებას (ისევე როგორც დაგირავებასა და დაქირავებაზე) ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ.
დანარჩენები უძრავ ქონებაზე ფასების დაწევის მიზეზად, ახალი ბინების მშენებლობასა და საერთო კრიზისს ასახელებენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურიდან,
რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გათავისუფლდნენ,
თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო
სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ.
13:31 / 18.12.2025
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ.
ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის და
პარლამენტის წევრებთან, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე
ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
10:17 / 18.12.2025

ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის და პარლამენტის წევრებთან, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.