ახალი ამბები
„ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, ორგანიზაციებს გრანტის მისაღებად მთავრობის ნებართვა დასჭირდებათ
FaceBook
, ორგანიზაცია გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება "მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა".

ამის შესახებ წერია "ქართული ოცნების" მიერ დაინიციირებულ კანონპროექტში.

აღნიშნულ კანონპროექტში, რომელიც სადაო პარლამენტში დააინიცირა "ოცნებამ", ასევე აღნიშნულია, რომ დონორი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, წარადგინოს ხელშეკრულების პროექტი.

"გრანტების შესახებ" კანონში ჩნდება "აკრძალული გრანტის" ცნებაც. ეს ცნება გავრცელდება დონორის მიერ ორგანიზაციის დაფინანსებაზე, თუ მას არ ექნება მთავრობის თანხმობა.

თუმცა ეს წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ისევე როგორც საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.

სამაგიეროდ "აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით", - სიმკაცრეს იჩენენ კანონპროექტის ავტორები.

გრანტის გაცემისა და მიღების "კანონიერებას" ანტიკორუფციული ბიურო შეამოწმებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის
ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ასევე უცხოური ენების
გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.
12:14 / 01.08.2025
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ასევე უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.
დღეს, 1 აგვისტოს, ქუთაისის რაიონულ სასამართლოში, ჭიათურაში
დაკავებული მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და
თენგიზ გველესიანის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა
იწყება.
10:13 / 01.08.2025
დღეს, 1 აგვისტოს, ქუთაისის რაიონულ სასამართლოში, ჭიათურაში დაკავებული მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.