ახალი ამბები
ქუთაისში, თოვლის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook
ქუთაისის მერია, მიმდინარე წლის თებერვალში მოსული თოვლის შედეგად, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციას გამარტივებული შესყიდვის (ანუ ერთპირთან მოლაპარაკება) გზით განახორციელებს.
საუბარია ანტონ კათოლიკოსის ქუჩა N30-ში, გვანცელაძის ქუჩა N53-ში, კოლხეთის ქუჩა N78-ში და პეტრიწის ქუჩა N62 -ში მდებარე სახლების სახურავების შეკეთებაზე.



როგორც შესყიდვის დოკუმენტშია აღნიშნული, ზარალი იმდენად დიდია, მოსახლეობა, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, ამ პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებს. ამინდის ისევ გაურასების შემთხვევაში კი შესაძლებელია დამძიმდეს შექმნილი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაზიანდეს შენობები და გაიზარდოს ზარალი. 

"ამიტომ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, დაზიანებული შენობის სახურავების რეაბილიტაცია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის გზით", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია ისიც, რომ საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ფასის მოკვლევა განხორციელდა. შესყიდვის ღირებულება 106 327 ლარია. 

თებერვლის თვეში, ერთკვირიანმა დიდთოვლობამ, იმერეთის მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა, როგორც ტრანსპორტით გადაადგილების, ასევე საცხოვრებელი სახლების დაზიანების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
13:34 / 16.12.2025
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც
აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის
ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/
მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
12:22 / 16.12.2025
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.