ახალი ამბები
სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი ,,მცირე პროზა" იწყება
FaceBook
საკონკურსო ნაშრომების ჩაბარების ბოლო ვადაა 10 ივნისი
ლიტერატურულ კონკურსში ,,მცირე პროზა,"  სტუდენტებს  ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ ბოლო პერიოდის ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოებები ( მოთხრობა, ნოველა, ესსე, ჩანახატი) ან პუბლიკაცია ( არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება).

კონკურსის მონაწილემ, თაბახის A4 ფორმატით უნდა წარმოადგინოს 1 ან 2 ნაწარმოები ( თითოეული არაუმეტეს 8 – 10 ნაბეჭდი გვერდისა, 4 ეგზემპლარად ),
სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობა, საკონტაქტო მონაცემები, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი და კურსი.

საკონკურსო ნაშრომების ჩაბარების ბოლო ვადაა 10 ივნისი;

კონკურსში გამარჯვებულთა ა გამარჯვებულთა დაჯილდოება 16 ივნისს გაიმართება. გამარჯვებულები ოტია იოსელიანის სახელობის I, II, III ფულადი პრემიით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდებიან.

ასევე გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ "ანეულსა" და ,"ლიტერატურულ საქართველოში."

საკონკურსო ნაწარმოებები ელფოსტით, მისამართზე -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it უნდა გადაიგზავნოს და ჩაბარდეს 4 ეგზემპლარად, თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ - მუზეუმში, ჩახრუხაძის #17 - ში, ყოველდღე, კვირა - ორშაბათის გარდა, 12 დან 17 საათამდე.

კონკურსანტებმა სასურველია განაცხადონ სხვა ჰობის შესახებაც (მუსიკა, მხატვრობა...) რათა დაჯილდოების დღეს მათი მონაწილეობით ჩატარდეს კონცერტი, გამოფენა, მხატვრული კითხვა.

ლიტერატურულ კონკურსში "მცირე პროზა," თბილისის მერიის, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახლ - მუზეუმში ტარდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.