ქუთაისის მოსახლეობა წლებია, ქალაქის ქუჩებში დასუფთავების პრობლემაზე
საუბრობს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუთაისის როგორც ცენტრალურ, ისე
გარეუბნებში, ნაგავშემკრები კონტეინერები სულ გადავსებულია და
საყოფაცხოვრებო ნარჩენები ძირს ყრია.
მოსახლეოობა ნარჩენების დროულად გატანას და ნაგვის ურნების
დამატებას ითხოვენ.
"ბაგრატიონის ქუჩაზე, ტომრებით ყრია ხოლმე ნაგავი, დროულად არ გააქვს
დასუფათავების სამსახურს. როდემდე უნდა იყოს ასე?! აქ, აშკარად, ერთი
ურნა არ ყოფნის და იქნება დაამატონ მეორეც", - ამბობს ადგილობრივი
ლილი დოღონაძე.
ბაგრატიონის ქუჩა
ანალოგიური ვითარებაა ქუთაისის სხვა ქუჩებშიც.
წერეთლის ქუჩა
ცისფერყანწელების ქუჩა
ქუთაისში არსებული ტერიტორიების დასუფთავება
მერიას დაქვემდებარებულ ააიპ "სპეციალური სერვისების''
მოვალეობაში შედის.
საკითხთან დაკავშირებით ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობაში
განმარტავენ, რომ თანხა უკვე გამოყოფილია და მალე ქალაქის
დასუფთავებისათვის საჭირო სხვადასხვა სახეობის სპეცტექნიკას
შეიძენენ.
"ქალაქში, დასუფთავების პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, მოხდება
სპეცტექნიკის შეძენა. შევიძენთ, ჯამში, 12 ერთეულ ნაგავმზიდს, 2
ერთეულ ტრაქტორს, ტროტუარების საწმენდ ტექნიკას და 22-მეტრიან
ამწეკალათს, ასევე 1000 ერთეულ ნაგავშემკრებ კონტეინერს", - განმარტა
მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ნიშნიანიძემ.
მისივე თქმით, ნაგავშემკრები კონტეინერები ქალაქის სხვადასხვა უბანში
გადანაწილდება. სპეცტექნიკის შესაძენად მერიას სახელმწიფო შესყიდვა
უკვე გამოცხადებული აქვს.
სპეცტექნიკის შეძენა მთავრობის მიერ ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის
გამოყოფილი
40 მილიონიანი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში მოხდება.
ამ თანხიდან ა(ა)იპ "სპეციალური სერვისებისთვის" 7 მილიონი ლარი
დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები