ახალი ამბები
"სოლიდარობა მაღაროელებს"- დედაქალაქში დღეს აქცია გაიმართება
FaceBook

დღეს, 24 მარტს, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, ჭიათურელი მაღაროელების სოლიდარობის აქცია გაიმართება.


მშრომელები ჭიათურიდან დედაქალაქისკენ ავტოკოლონებით უკვე გაემართნენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი სამკვირიანი პროტესტით "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ დაინტერესდა. 

"მივდივართ თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან. გელოდებით ყველას, ვისაც გული შეგტკივათ ჭიათურაზე, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე. დავდგეთ ყველა ერთმანეთის გვერდში და გავაკეთოთ ერთი დიდი საქმე",- ამბობენ მაღაროელები.

ჭიათურაში 25 დღეა, საპროტესტო აქციები იმართება. მაღაროელები, ადგილობრივებთან ერთად, მადნის მომპოვებელი კომპანიის "ჯორჯიან მანგანეზისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევას და საწარმოების სახელმწიფოს მართვაში გადაცემას ითხოვენ. მშრომელები ხუთი თვეა უმუშევრები არიან, ბოლო ორი თვე კი ხელფასიც არ აუღიათ.

"ჯორჯიან მანგანეზის" მიერ საწარმოების დახურვის შემდეგ, 3500-ზე მეტი მაღაროელი და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ჭიათურელებს აღარ აქვთ საკვების ფული, ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს და ბანკის ვალებს. ქალაქი, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მაღაროშია დასაქმებული, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის წინაშეა.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა", რომელიც ჭიათურაში 2006 წლიდან მოიპოვებს წიაღისეულს, 7 მარტს განაცხადა, რომ მაღაროებში სამუშაოები აღარ განახლდება, ერთ კვირაში კი სასამართლოს, საწარმოს გაკოტრების აღიარების მოთხოვნით მიმართა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.