ახალი ამბები
"შევჯერდით, რომ სსკ-ში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, სასჯელის სახით შემოვიდეს, სავალდებულო მკურნალობა"
FaceBook
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში მკურნალობა სავალდებულო იქნება, თუმცა „განსაკუთრებულ შემთხვევებში“.
მისივე თქმით, ის რომ ადამიანს ესაჭიროება სავალდებულო მკურნალობა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.

„ეს არ იქნება ადმინისტრაციული სახდელი, ეს იქნება სისხლის სამართლის ნორმაში გაწერილი სასჯელი. იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, და ეს იქნება მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში. შესაძლებელია, ამ დისკრეციის განხორციელებას საფუძვლად დაედოს საქმეში არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგიურის ექსპერტიზის დასკვნა. მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით არა მხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი პრევენციისთვის იყოს კარგი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად. სტრასბურგის პრეცედენტიც კი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს, ასევე საზოგადოებისთვის არის საშიში და მას, შესაძლოა, ესაჭიროებოდეს სავალდებულო მკურნალობა, ეს გადაწყვეტილება, შეიძლება, მიიღოს მოსამართლემ“, – განაცხადა მდინარაძემ.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ანტინარკოტიკული რეფორმა შეიმუშავა. ცვლილებების თანახმად, ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არათუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. ამასთან, ცვლილებებით, მარიხუანას ეხება გამკაცრება გაყიდვის მიმართულებით.

ამავე თემაზე:

"ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება"- მამუკა მდინარაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.