ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე
სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეს, 5
მარტს, 10:00 საათზე დაიწყო.
2025 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაციის გავლა 2
აპრილის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. 
იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელები გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს 2
აპრილის 18:00 საათამდე გადაიხდიან, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ
მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10
აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის გავლა
online.naec.ge-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი. 
ამავე თემაზე:
2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების
თარიღი ცნობილია
			 
			
მასალის გამოყენების პირობები