ახალი ამბები
მოსახლეობისთვის დიდთოვლობით მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
FaceBook
დიდთოვლობის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო.

მისი განცხადებით, კომისია დეტალურად შეისწავლის დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

ირაკლი კობახიძის თქმით, დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება - ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

როგორც კობახიძემ განმარტა, დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება.

ერთკვირიანმა ინტენსიურმა თოვამ დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. 

21 თებერვლიდან მოყოლებული დღემდე, დაუზუსტებელია როგორც დიდთოვლობით გამოწვეული ზიანი, ასევე დანგრეული შენობების, მათ შორის საცხოვრებელი სახლების და იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც სახლიდან გაყვანა დასჭირდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  მაღაროელების სააპელაციო
საქმის განხილვა დაიწყო. 
15:34 / 06.05.2026
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  მაღაროელების სააპელაციო საქმის განხილვა დაიწყო. 
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ გელოვანი ნატალია
თურქაძის საქმეზე გადაწყვეტილებას 20 მაისს გამოაცხადებს.
13:46 / 06.05.2026
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ გელოვანი ნატალია თურქაძის საქმეზე გადაწყვეტილებას 20 მაისს გამოაცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.