ახალი ამბები
დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
უწყების ცნობით, ვერტმფრენი საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და მოსახლეობისთვის პირველადი ნივთებისა და საკვების მიწოდებას უზრუნველყოფს.



„მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

ვერტმფრენი, საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, თავდაცვის ძალებთან და სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ყველა შესაბამისი სპეცტექნიკით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და მოსახლეობის დახმარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამდენიმედღიანმა ინტენსიურმა თოვამ რამდენიმე რეგიონში პრობლემები შექმნა. იმერეთის რეგიონში, ბოლო მონაცემებით, ჩაკეტილია 60 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 10 000-მდე აბონენტს. რიგ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ნაწილი პირველადი საჭიროებების გარეშეა დარჩენილი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ხარაგაულში, სადაც მაღალმთიან ზონაში თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 აგვისტოდან,  უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები
და ყველა ბენეფიციარი სერვისს სახელმწიფოდან მიიღებს.
11:06 / 15.08.2025
15 აგვისტოდან,  უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და ყველა ბენეფიციარი სერვისს სახელმწიფოდან მიიღებს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4
ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი
დასრულდა.
23:15 / 14.08.2025
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.