ახალი ამბები
28 თებერვალს, უამინდობის გამო, რკინიგზა ზოგიერთ რეისს აუქმებს
FaceBook
საქართველოს რკინიგზა, დღეს, 28 თებერვალს, უამინდობის გამო, რამდენიმე რეისს აუქმებს.
კერძოდ, უქმდება ოთხი რეისი: 

№870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;

№3874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი;

№618/617 თბილისი-ბირჯომი-თბილისი;

№686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დღეს, მხოლოდ ორი რეისი შესრულდება:

№802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი და №804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი; 

საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური კი მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ,

თითქმის ერთკვირიანმა ამინდობამ და ინტენსიურმა თოვამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა. რიგ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ნაწილი პირველადი საჭიროებების გარეშეა დარჩენილი.

112 მოსახლეობას აფრთხილებს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობები ქვეყანაში 3 მარტამდე შენარჩუნდება. დაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში ნათქვამია, რომ მოსალოდნელია ყინვა და ზვავსაშიშროება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.