ახალი ამბები
როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები იმერეთის რეგიონში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში, დღეიდან, 27 თებერვლიდან, შედარებით გამოიდარებს.
მისივე თქმით, დღეს, შუადღის საათებში, შესაძლოა ისევ გათოვდეს, თუმცა მცირედი ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის განმავლობაში 0, +1 გარდუსი დაფიქსირდება, ღამით კი მოსალოდნელია ყინვა: -7, -9 გრადუსი. 

ხვალ, 28 თებერვალს 0, +2 გრადუსი დაფიქსირდება. 

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მარტს, იმერეთის რეგიონში, შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -4, -6 გრადუსი ყინვა.

2 მარტი უნალექოდ ჩაივლის და ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსამდე გათბება.

3-4 მარტს ისევ თოვლჭყაპია მოსალოდნელი, თუმცა დღისა და ღამის ტემპერატურა მოიმატებს. 

იმერეთის რეგიონში მეოთხე დღეა, ინტენსიურად თოვს. ბოლო მონაცემებით, ჩაკეტილია 103 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 20 ათასამდე აბონენტს, ბუნებრივი აირი კი - 1 603 აბონენტს. გარკვეული მუნიციპალიტეტების სკოლებსა და ბაღებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი. 

იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტეში მოქმედებს ცხელი ხაზი.








Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ამინდი
მსგავსი სიახლეები
15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:06 / 14.06.2025

15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
11:03 / 14.06.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.