ახალი ამბები
ბაღდათში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთვნენ
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, 26 თებერვლას, გვიან ღამიდან, თავდაცვის ძალები ჩაერთვნენ.
როგორც მუნიციპალიტეტში განმარტავენ, ინტენსიური თოვისა და უხვი ნალექის გამო, როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში გადაადგილება შეზღუდულია.

კერძოდ, ამ დროის მონაცემებით, მოძრაობა შეზღუდულია მაღალმთიანი სოფლების: ხანის, ზეგანი- საკრაულას, ზედა დიმის, წითელხევის, კაკასხიდის და ალისმერეთის მიამართულებით.

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 2 500-ზე მეტი აბონენტი.

ბაღდათის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გზის გაწმენდითი სამუშაოები არ შეჩერებულა: მთელი ღამე მუშაობდა ტექნიკა, ქალაქ ბაღდათში, ზედა დიმში, ვარციხეში, როხში, ფერსათში, როკითში, თუმცა, ინტენსიური თოვის გამო, ყველა გზა თავიდან საჭიროებს გაწმენდას.

იმერეთის მუნიციპალიტეტებში თითქმის ერთი კვირაა, გაუჩერებლად თოვს. ბოლო მონაცემებით, გარესამყაროს მოწყვეტილია 149 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:06 / 14.06.2025

15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
11:03 / 14.06.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.