ახალი ამბები
იმერეთში 149 სოფელი ჩაკეტილია, 30 000-მდე აბონენტი დენის გარეშეა
FaceBook
იმერეთში, ამ დროისთვის, გარესამყაროს 149 სოფელია მოწყვეტილი, 30 000-მდე აბონენტს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი 237 აბონენტი. გარკვეული მუნიციპალიტეტების სკოლებსა და ბაღებში კი დროებით არის შეჩერებული სასწავლო პროცესი.

"იმერეთში, მთელი ღამის განმავლობაში, მუშაობდა 46 ერთეული ტექნიკა. მათი მუშაობის ეფექტურობას აძნელებდა ძლიერი ქარბუქი. ამჟამად, დილიდან მუშაობს 148 ერთეული ტექნიკა, რომლებიც წმენდენ როგორც ქალაქის, ასევე სოფლამდე მისასვლელ გზებს",- განაცხადა ლევან ზალკალიანმა. 

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.

სამაშველო სამუშაოებში შსს-ს 600 თანამშრომელსა და მოხალისეების ჯგუფებს, მეექვსე დღეს შეუერთდა თავდაცვის ჯარები. მოხალისეების ნაწილი დღეს დილიდან დრონებით ცდილობს დაზარალებულების დახმარებას და პროდუქტების მიწოდებას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო
200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ
ფიქსირდება)  ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და
სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.
16:29 / 22.06.2026

საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება)  ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.

საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების
ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე
კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე
ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.
13:00 / 22.06.2026

საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.