ახალი ამბები
გარესამყაროს მოწყვეტილი 82 სოფელი და უშუქოდ დარჩენილი 15 000 აბონენტი იმერეთში
FaceBook
იმერეთში, 15 000 აბონენტი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, 82 სოფელში კი მისასვლელი გზები თოვლისგანაა ჩახერგილი.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ხარაგაულში, სადაც 40 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. რთული ვითარებაა სამტრედიასა და ვანში. რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეჩერებულია სასწავლო პროცესი. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, იმერეთში, სტიქიის მართვის პროცესში სამხედრო ძალების ჩართვის საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ, მხარის გუბერნატორმა, ლევან ზალკალიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. 

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სამი დღეა ინტენსიური თოვა და ძლიერი ყინვაა. სტიქიამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა გურიასა და აჭარის მაღალმთიან ზონაში, სადაც თოვლის სიმაღლემ ორ მეტრს გადააჭარბა. უხვი ნალექის გამო ჩამოინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი. სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. მოქალაქეებს, რომლებიც გადაადგილებას ვერ ახერხებენ, უთავდებათ საკვები და დახმარებას სოციალური ქსელების საშუალებით ითხოვენ. ვრცელდება ინფორმაცია ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რომელიც სახლის სახურავიდან გადმოვარდა. სტიქიის მესამე დღეს, "ქართულმა ოცნებამ" პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე, თოვლში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად, სტიქიის ზონაში მოხალისეები გაემგზავრნენ, რომლებსაც მოქალაქეები გამოჰყავთ. ხვალ, 27 აგვისტოს, დილით დაგეგმილია გურიაში დრონების გაგზავნა, რომლებითაც მოსახლეობას საკვებ პროდუქტებს მიაწვდიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში თოვა 27 თებერვლამდე შენარჩუნდება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის
არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
15:43 / 10.12.2025
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა
სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ
განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლებაზე,
13:48 / 10.12.2025
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.