ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება
FaceBook
15 თებერვალს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.

აფხაზეთის ტერიტორიაზე 152 საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. ე.წ. არჩევნები ტარდება რუსეთის ქალაქებში: მოსკოვსა და ჩერკესკში. "ეხო კავკაზას" ცნობით, რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ე.წ. არჩევნებზე დასაკვირვებლად წარმომადგენლები არ გაუგზავნია.

ე.წ. საპრეზიდენტო არცევნებში ხუთი "კანდიდატი" იბრძვის. ესენია: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.

არჩევნების ჩატარების ხარჯი, სავარაუდოდ 20-25 მლნ რუბლი იქნება.

ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მიერ მისი ოკუპაციის შემდეგ, ე.წ. ხელისუფლებები, მუდმივი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე იცვლებოდნენ. ამჯერად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას მოჰყვა, რომელიც თავის მხრივ, დაკავშირებული იყო ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, გასული წლის ნოემბერში დაწყებულ დაპირისპირებასთან. მაშინ, ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიკავეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
13:34 / 16.12.2025
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც
აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის
ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/
მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
12:22 / 16.12.2025
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.