ახალი ამბები
"ახალი თეატრი" საპროტესტო მანიფესტით ქუთაისში ჩავიდა
FaceBook
ვასო აბაშიძის სახელობის „ახალმა თეატრმა“ ქუთაისში, საპროტესტო მანიფესტი „ჩვენ ერთად გადმოვცურავთ ზღვას“ გამართა.
„ახალი თეატრის“ მსახიობებმა ასსაფეხურიან კიბეებთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს. აღნიშნეს, რომ მათი პერფორმანსები, გასვლები რეგიონებში, სოლიდარობის მიზნით კეთდება და სინდისის ყველა პატიმარს ეძღვნება.

"ვერ ვეგუები იმ უსამართლობას, რომელსაც ასე უკანონოდ გვიკანონებენ. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გაგვაჩუმონ, შეგვაშინონ, გაგვაჩერონ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ: არ გვეშინია, არ გავჩუმდებით, არ გავჩერდებით და არასდროს დავნებდებით!",- მიმართა მოქალაქეებს მსახიობმა ნანა ბუთხუზმა. 

"ახალი თეატრის" არტისტებმა სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მაშინ, როცა ე.წ ხელისუფლება დრაკონული კანონებით, რეპრესიებითა და ცინიზმით გვებრძვის, ერთად დგომა ყველაზე მნიშვნელოვანია. 

ამასთან, მათ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესა და რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ სხვა პატიმრებს სცენიდან სოლიდარობა გამოუცხადეს. 

"ანდრო ჩვენი მეგობარია. მას და რეჟიმის მიერ დაჭერილ სხვა ბიჭებს აერთიანებთ ერთი რამ: ქვეყნის სიყვარული. ეს არის მათი დანაშაული. დღეს ეს ბიჭები, მათი შვილები და მათი ამბავი ჩვენი ნაიარევია. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სისტემის მიერ დაკავებულ ყველა პატიმარს",- განაცხადეს მათ.




"ახალი თეატრის" მანიფესტს ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობების ნაწილი შეუერთდა. მათ საქართველოს კონსტიტუციიდან ის მუხლები წაიკითხეს, რომელიც ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავს. 

„ახალი თეატრი“ რეგიონებში მოგზაურობას აგრძელებს და ხვალ გურიაში ჩავა.

23 იანვარს, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან, საპროტესტო მანიფესტის დროს, რეგიონებში გასვლა დაანონსა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი
ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე
ნალექი და ნისლი აღინიშნოს.
12:43 / 04.02.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.
შსს-ს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და
რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ
სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს.
11:47 / 03.02.2026
შსს-ს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.