ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სოლიდარობის აქციის გამო, ცხრა პირი დააჯარიმა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს ეკა კუხალაშვილს და ხვიჩა ვაშაყმაძეს. ასევე,  მაია ცირამუას, ნინო ქათამაეს, გელა მთივლიშვილს, ვლადიმერ აფხაზავას, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურსა და გივი ცინცაძეს 5000 - 5000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

საქმის მოსამართლემ, ციცინო მოსიძემ არ გაითვალისწინა ბრალდების მონაწილე არც ერთი პირის თხოვნა, საქმის შეწყვეტის ან შენიშვნის მიცემის შესახებ. სამაგიეროდ, სრულად დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა ჯარიმის დაკისრებასთან დაკავშირებით. პროცესი ხუთი საათი გაგრძელდა

ბრალდების მხარე  მათ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავებოდა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში შეძახილები მოჰყვა:  "უსამართლო სასამართლო!", "თავისუფლება მზია ამაღლობელს!"




ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია 26 იანვარს გაიმართა, თუმცა ქუთაისის პოლიციამ რეაგირება მხოლოდ 6 თებერვალს გადაწყვიტა. ამ რიცხვითაა დათარიღებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ელი განყოფილების უფროსის მოადგილის, დავით დვალიშვილის პატაკი.

მალხაზ ოქროპირაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც არ განიხილა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რითაც მზია პოლიტიკურ პატიმრობაში დატოვა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.