ახალი ამბები
ქუთაისელი "ნაციონალები" შოთა მურღულიას ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნაში ადანაშაულებენ
FaceBook
გამოდის, რომ მურღულიამ არ იცის ამის შესახებ, ან შეგნებულად იტყუება.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, ქუთაისის მერი ან ინფორმაციულ ვაკუუმშია ან შეგნებულად იტყუება.

საუბარია,  ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე პარლამენტის შენობაზე, რომლის  მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების მოთხოვნით,  ადგილობრივ თვითმმართველობას "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა, რაზეც ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს და შესაბამისად, თვითმმართველობას იქ შესვლის უფლება არა აქვს.

"ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია საჯარო რეესტრში, სადაც მითითებულია, რომ ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე პარლამენტის შენობის მიმდებარე  ტერიტორია ეკუთვნის სახელმწიფოს. გამოდის, რომ მურღულიამ არ იცის ამის შესახებ, ან შეგნებულად იტყუება, რადგან არ არის პოლიტიკური ნება იმისა, რომ ეს ტერიტორია იყოს მოწესრიგებული",-ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, დავით გოგისვანიძე. 

"ნაციონალების" განმარტებით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" დაქვემდებარებაშია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მცირე ზომის სატვირთო ტერმინალი
აშენდება. 
14:21 / 20.02.2024
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მცირე ზომის სატვირთო ტერმინალი აშენდება. 
ქუთაისში
11:43 / 20.02.2024
ქუთაისში "გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობა, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წელს გაიყიდა, ისევ უფუნქციო და მიტოვებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.