ახალი ამბები
ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook
ქუთაისში, ფოლკლორის ცენტრის გამაგრება-რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, მერია ტენდერს [NAT250001730] აცხადებს.

სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით, ტექნიკური დავალების მიზანია: შენობის პირველ სართულზე მდებარე ფოიეს (დეკორატიული განათების ჩათვლით), კაფეტერიისა და ოთახების რეაბილიტაცია.

ასევე, შენობის ფასადის რეაბილიტაცია და ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა (განათება, ძელ-სკამები, ურნები და სხვა).

ამასთან, საჭიროა შენობის სარდაფში მდებარე მზიდი კონსტრუქციებისა და სართულშორის გადახურვის ფილის კონსტრუქციული მდგრადობის შეფასება და გამაგრების ღონისძიებების დაგეგმვა, ისევე როგორც სარდაფის ბუნებრივი ვენტილაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, მშენებლობის დროს, შემსრულებელს, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად გაუწიოს საავტორო ზედამხედველობა დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების დადებიდან 45 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 45 000 ლარია. 

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 9 თებერვალს იწყება და 12-ში სრულდება.

ქუთაისის ფოლკლორის ცენტრს, 2022 წელს, მერის გადაწყვეტილებით, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ეწოდა.

ცენტრი, მუსიკისა და ცეკვის საშუალებით, ქართული კულტურის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ეძღვნება.








Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მზია ამაღლობელის ადვოკატები, ბათუმის საქალაქო
სასამართლოს, პატიმარი ჟურნალისტისთვის პატიმრობის გაუქმების
შუამდგომლობით მიმართავენ.
13:29 / 14.02.2025
მზია ამაღლობელის ადვოკატები, ბათუმის საქალაქო სასამართლოს, პატიმარი ჟურნალისტისთვის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით მიმართავენ.
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ხელოვნური ტბის
მოწყობა იგეგმება. 
13:14 / 14.02.2025
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ხელოვნური ტბის მოწყობა იგეგმება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.