ახალი ამბები
დაკავებული ოპერატორი მირიან ბერულავა ამ დრომდე იზოლატორში რჩება
FaceBook
ოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა, ამ დრომდე სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2000 - დან 3000 ლარამდე ან 15 დღიან პატიმრობას. მირიანს, სასამართლოში წარდგენამდე, სავარაუდოდ, 48 საათიან პატიმრობაში დატოვებენ.

მირიან ბერულავას პოლიციამ 1 თებერვალს, საცხოვრებელ სახლში მიაკითხა. ადვოკატის, ვალერი თევდორაძის ინფორმაციით, თავდაპირველად მას განუცხადეს, რომ გამოკითხვაზე გადაჰყავდათ. გზაში, საუბრის დროს, მირიანმა პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ არ ენდობოდა სისტემას, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.

მირიანის მეგობრები ამბობენ, რომ პოლიცია მისით, 2 თებერვალს, დედაქალაქში დაგეგმილი აქციის შესახებ, სტატუსის გამოქვეყნების გამო დაინტერესდა.

"ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში" - წერდა მირიანი პირველ თებერვალს.

მირიან ბერულავა პროფესიით ოპერატორია. იგი წლების განმავლობაში ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა. მირიანი ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.