ახალი ამბები
ოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს
FaceBook
ოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა პოლიციამ დააკავა.

იგი ამჟამად სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ადვოკატის ინფორმაციით, მირიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

მირიანმა, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა, რომ მასთან პოლიცია მივიდა.

მისი დაკავების დეტალები უცნობია ოჯახის წევრებისთვის.

"წაყვანილია და არ ვიცი ჯერჯერობით ინფორმაცია. მე არ გავსაუბრებივარ მირიანს", - ამბობს ნანა ბერულავა.

მირიან ბერულავა პროფესიით ოპერატორია. იგი წლების განმავლობაში ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა. მირიანი ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო.

დღეს, პოლიცია შევიდა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის სახლში თბილისშიც.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურიდან,
რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გათავისუფლდნენ,
თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო
სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ.
13:31 / 18.12.2025
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ.
ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის და
პარლამენტის წევრებთან, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე
ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
10:17 / 18.12.2025

ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის და პარლამენტის წევრებთან, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.