ახალი ამბები
"მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება"- საია
FaceBook
საია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან ორგანიზაციის ცნობით, ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ამბობენ, რომ მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა. 

"უკანონო პატიმრობაში მყოფი, “ბათუმელებისა” და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელმა, საიას თავმჯდომარესთან საუბრისას, აღნიშნა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას.

საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს",- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, საია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.