ახალი ამბები
ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი გაიმართება
FaceBook
ფესტივალი შემოდგომაზე იგეგმება.

ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი შემოდგომაზე იგეგმება. მასში მონაწილეობას ის ქართველი და უცხოელი რეჟისორები მიიღებენ, რომლებმაც გასულ წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოადგინეს თავიანთი პროდუქცია.

უფრო ზუსტად, ქუთაისში უცხოელი ავტორების მხოლოდ ფილმები იქნება წარმოდგენილი, ქართველი რეჟისორები კი თავად ესტუმრებიან ქუთაისის ფესტივალს და საკუთარი ფილმების წარდგენასთან ერთად მასტერკლასებსაც ჩაატარებენ.

თუ ვინ ეწვევა და რომელი ფილმები იქნება წარმოდგენილი, ეს საკითხი ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესშია. აღნიშნულის შესახებ "ქუთაისიპოსტს" მერიის კულტურის სამსახურში განუცხადეს. 

მათი თქმით ფესტივალში შესაძლებელია ორმა ქუთაისელმა რეჟისორმაც მიიღოს მონაწილეობა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც მხატვრული, ასევე, დოკუმენტური კინო.

ჩვენებები ღია ცის ქვეშ გაიმართება.

მოკლემეტრაჟიანი ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი ქალაქის ბიუჯეტიდან 4 ათასი ლარით ფინანსდება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე
ხარაგაულის საკრებულომ ფოტოდან გააქრო.
22:13 / 07.07.2026

„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ხარაგაულის საკრებულომ ფოტოდან გააქრო.

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.