ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე 2 500 ლარით დააჯარიმა.
მიშიკო მუმლაძე პოლიციამ 28 ნოემბრის ღამეს, "ქართული ოცნების"
ოფისთან გამართული აქციის დროს დააკავა. დაკავების დროს, მუმლაძე
პოლიციელებმა ასფალტზე დააგდეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში,
ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მის დაკავებას. შემდეგ აქტივისტი
პოლიციის სამტრედიის განყოფილებაში გადაიყვანეს. უწყება მუმლაძეს
173-ე მუხლის საფუძველზე, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას
ედავებოდა.
2024 წლის 28 ნოემბრის ღამეს, "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისთან,
აქტივისტები, სპონტანურად, მას შედეგ შეიკრიბნენ, რაც "ოცნების"
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აჩერებს ევროკავშირში
გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. კობახიძის ამ
განცხადებას პროტესტი მოჰყვა დედაქალაქშიც. ათიათასობით მოქალაქე
რუსთაველზე შეიკრიბა და ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა
გააპროტესტა.
"ქართულმა ოცნებამ" მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად
რობოკოპები გამოიყვანა, რომლებიც აქციის მონაწილეებსა და მედიის
წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. აქციაზე გამოიყენეს წყლის
ჭავლი და წიწაკის სპრეი, რომელსაც აქციის მონაწილეების თქმით,
სპეცრაზმელები დამიზნებით ასხამდნენ სახეში. აქციაზე დაშავდა ათობით
მოქალაქე, ჟურნალისტი და ოპერატორი. ხელისუფლებას დამნაშავეები ამ
დრომდე არ დაუსჯია.
ქუთაისში, სამი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღი დღემდე არ ფუნქციონირებს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.




მასალის გამოყენების პირობები