ახალი ამბები
სასტუმრო "თბილისის" ყოფილი შენობა დაანგრიეს
FaceBook
ქუთაისში, სასტუმრო "თბილისის" ყოფილი შენობა დაანგრიეს, ტერიტორიაზე კი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილი შემოღობილია და სამშენებლო სამუშაოებიც, სავარაუდოდ, მალე დაიწყება.

სასტუმრო "თბილისის" ოთხსართულიანი შენობა, დაახლოებით 30 წლის განმავლობაში, დევნილების ერთადერთი თავშესაფარი იყო.

შენობის დემონტაჟის პარალელურად, 7-მდე დევნილთა ოჯახი ადგილზე რჩებოდა, თუმცა, საბოლოოდ, მათი გაყვანა და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება მოხდა. 

ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სასტუმროს შენობა აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის ივნისში გაიტანა.

ტერიტორია შპს „პრემიუმ ქონსტრაქშენმა“ 2 მილიონ 155 000 ლარად შეიძინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი ან სასტუმრო უნდა აშენდეს, თუმცა შემოსაზღრულ ადგილას საინფორმაციო დაფა ამ დრომდე გამოკრული არ არის. 









Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.