17 იანვარს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ანრო ჯოჯახიძის კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.
საქართველოსა და სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები 51-ე დღეა
მიმდინარეობს.
უწყვეტი პროტესტი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც 28
ნოემბერს „ქართულ ოცნების" მთავრობამ განაცხადა, რომ მომდევნო
ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან
გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პროევროპული აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების
ჩატარებას და ასევე, ამ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას
მოითხოვენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ
დაკმაყოფილდება.
ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე რეჟიმმა 500-მდე დემონსტრანტი დააკავა.
მათგან, 51 პირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ისინი
ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფური
ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.
წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.




მასალის გამოყენების პირობები