ახალი ამბები
15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვას ქუთაისშიც შეუერთდებიან
FaceBook
ხვალ, 15 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას, ქუთაისშიც შეუერთდებიან.
ქალაქში არსებული რამდენიმე ათეული კომერციული ობიექტი მუშაობას დროებით, 3 საათის განმავლობაში გააჩერებს. გაფიცული ობიექტების ზუსტი ჩამონათვალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გაფიცვა მთელი საქართველოს მასშტაბით 15:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიიღებენ.

გაიფიცებიან: მოლარეები, ოპერატორები, მძღოლები, სტუდენტები, ხელოსნები, მზარეულები, კურიერები, ფერმერები, არქიტექტორები, პროფესორები, სტომატოლოგები, ფარმაცევტები, მასწავლებელი, კონსულტანტები და ა.შ

საყოველთაო გაფიცვით დამსაქმებლები და დასაქმებულები აჩვენებენ, რომ საერთაშორისო იზოლაციაში ცხოვრება ნიშნავს მეტ სიღარიბეს, უპერსპექტივობას, ემიგრაციას, მოშლილ ეკონომიკას და დახურულ ბიზნესებს. 

გაფიცვის მონაწილეები ამბობენ, რომ საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა: ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.

საქართველოსა და სხვა ქალაქებში პროევროული აქციები 48-ე დღეა მიმდინარეობს.

უწყვეტი პროტესტი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.

მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე
რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად,
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
12:14 / 20.07.2026

იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში
დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური
გაანადგურა.
12:04 / 18.07.2026

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური გაანადგურა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.