ახალი ამბები
"ვითხოვთ ხელახალ სამართლიან არჩევნებს"- ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის კურსდამთავრებულების პეტიცია
FaceBook
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებულები და მასწავლებლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს პეტიციით ეხმაურებიან.

ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის განვითარებისთვის უპირობო ალტერნატივაა. ამდენად, არ ეთანხმებიან "ქართული ოცნების" 28 ნოემბრის განცხადებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ. ასევე ითხოვენ პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებასაც.

"ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულები ჩვენს მასწავლებლებთან ერთად ვაანალიზებთ საკუთარ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და თავს ვალდებულად ვთვლით, ღიად დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

საქართველოს ევროპული მომავალი უპირობო ალტერნატივაა ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ვემიჯნებით საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მხრიდან მოსახლეობის ნებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ძალადობასა და წამებას!

ვითხოვთ რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალ სამართლიან არჩევნებს",- აღნიშნულია პეტიციაში. 

პეტიციას, ამ დროისთვის, ხელს 160 ადამიანი აწერს.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები 33-ე დღეა მიმდინარეობს.   

უწყვეტი პროტესტი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართულ ოცნების" მთავრობამ  განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პროევროპული აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ასევე, ამ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას  მოითხოვენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ
რაიონებში დღეს, 20 იანვარს, მოსალოდნელია მცირე ნალექი.
11:11 / 20.01.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში დღეს, 20 იანვარს, მოსალოდნელია მცირე ნალექი.
უამინდობისა გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე
შეზღუდვები მოქმედებს.
10:48 / 20.01.2025
უამინდობისა გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.