ახალი ამბები
"რეორგანიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდა" - "საქნახშირი" მეშახტეების გათავისუფლებაზე
FaceBook
შპს "საქნახშირი", რომელიც მეშახტეებს, ახალი წლიდან, სამსახურიდან ათავისუფლეს, განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რეორგანიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდა. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადამზადების პროგრამა და შესაბამისი კონტრაქტი 38 ადამიანს შესთავაზეს, ვისი კადრიც რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა.

"საქნახშირში" ამბობენ, რომ 38 დასაქმებულიდან შვიდმა აღნიშნულ შეთავაზებაზე საკუთარი ნებით თქვა უარი და მათთან 2-თვიანი კომპენსაციის გადახდის შეთანხმება შედგება, დანარჩენ 31 თანამშრომელთან კი შეთანხმება უკვე გაფორმდა.

"15 იანვარს გადამზადების პროგრამა დაიწყება, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა შეიმუშავეს. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ახალი შახტის მშენებლობისთვის საჭირო იქნება 180 სპეციალისტის დასაქმება.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს. განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭებათ ტყიბულის მცხოვრებლებს და შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებს. კადრების გადამზადების პროგრამას საქნახშირი სრულად დააფინანსებს.
გრაფიკთან და პროფესიებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია 10 იანვრის შემდეგ გამოქვეყნდება",- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. 

მეშახტეები, რომლებიც "საქნახშირმა" სამსახურიდან გაათავისუფლა, აღნიშნულს პოლიტიკურ პოზიციებს უკავშირებენ. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი და "ოცნების" მიერ ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევას ღიად აპროტესტებდნენ, ამიტომ სამსახურიდან გათავისუფლებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ.

ამავე თემაზე:

"დაიწყეს რეპრესიები"- "საქნახშირმა" მეშახტეები სამსახურიდან გაათავისუფლა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.