ახალი ამბები
ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
FaceBook
საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს.
ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას ოპოზიციის არცერთი დეპუტატი არ დასწრებია.



მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის დავით ნიშნიანიძის განმარტებით, ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საწყისი მოცულობა, წინა წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით 1 587 10 ათასი ლარით არის გაზრილი და 117 097.80 ლარს შეადგენს.

მომდევნო წელს შესასრულებელი პრიორიტეტებისთვის თანხები ასე გადანაწილდა:

ინფრასტრუქტურის განვითარება - 20153,1 ათასი ლარი;

დასუფთავება და გარემოს დაცვა - 12067,5 ათასი ლარი;

განათლება - 23001,0 ათასი ლარი;

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 27651,1 ათასი ლარი;

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 9744,0 ათასი ლარი;

სოციალური პროგრამები - 7237,0 ათასი ლარი;

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები - 21373,2 ათასი ლარი;

დავით ნიშნიანიძის თქმით, იანვრის თვეში, დამატებით 40 მილიონი ლარის მოცულობის ტრანშს ელოდებიან, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულებით, პრემიერის ინიციატივით, გადმოეცემა ქალაქს.

ამასთან, რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ქუთაისი, პირველი ტრანშის სახით 14 მილიონ ლარს მიიღებს, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

"ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო მაჩვენებელი, წლის ბოლოს, ვფიქრობთ, გადააჭარბებს 180 მილიონიან მაჩვენებელს",- განმარტავს დავით ნიშნიანიძე.

უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა, დამტკიცების პერიოდში, 115 მილიონ 510, 700 ლარს შეადგენდა. წლის ბოლოსთვის კი ის 150 მილიონ 620 000 ლარამდეა გაზრდილი. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის
ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით
(Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
10:49 / 17.01.2025
საქართველოს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის
კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
10:21 / 17.01.2025
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.