25 დეკემბერს, ქუთაისის საკრებულომ ქალაქის ბიუჯეტს
კენჭი უნდა უყაროს.
იმ ფონზე, როცა ოპოზიცია სხდომებს არ ესწრება, უმრავლესობა
დარწმუნებულია, რომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვაზე
განსხვავებულ აზრს არავინ დააფიქსირებს. საკრებულომ უკვე გაავრცელა
ტექსტი, სადაც წინასწარ აცხადებს, რომ ხვალ, უმრავლესობა ბიუჯეტის
პროექტს მხარს დაუჭერს.
"ხვალ, ქალაქის საკრებულოს უმრავლესობა, ქუთაისის
მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარს დაუჭერს. 2025 წლის ბიუჯეტის
პროექტის საწყისი მოცულობა, თავისი შინაარსით და მატერიალური რესურსით
ჩვენი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებს სრულად პასუხობს", - ნათქვამია
განცხადებაში.
ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი 117 097 80
ლარია. მომდევნო წლის დასაწყისში, ქალაქმა ტრანშის სახით 40 მილიონი ლარი უნდა მიიღოს, რეგიონული
განვითარების ფონდიდან კი 14 მილიონი ლარი.
მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები იგივე იქნება,
რაც მიმდინარე წელს. ესენია: ინფრასტრუქტურა, დასუფთავება და გარემოს
დაცვა; განათლება; კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; ჯანმრთელობის
დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; ეკონომიკის განვითარების
ხელშეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები