ახალი ამბები
ხელახალი არჩევნების მოთხოვნის ფონზე, ქუთაისის საკრებულოში, 2027 წლამდე განსახორციელებელ პროექტებს იწონებენ
FaceBook
ქუთაისის მერიას ჯერ 2025 წლის ბიუჯეტი არ დაუმტკიცებია, სამაგიეროდ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები მოიწონეს.
ეს მაშინ, როცა ამ დრომდე არ აღიარებულა 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა. უფრო მეტიც, 24 დღეა, მოსახლეობა უწყვეტი პროტესტით ითხოვს ხელახალ არჩევნებს.

2027 წლამდე განსახორციელებელი პროექტების საერთო ღირებულებამ 17 მილიონ 268 552 ლარი შეადგინა. ამ თანხით ქალაქში 26 ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა განხორციელდეს.

მერიის მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის დავით ჭეიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

"ძირითადად, საუბარია რეკრეაციული ზონების, ფასადების, საგზაო ინფრასტრუქტურას რეაბილიტაციაზე, ღვარსადენი არხების მოწყობაზე და ა.შ", - განმარტა დავით ჭეიშვილმა.

2027 წლამდე განსახორციელებლი პროექტები :

ანჯაფარიძის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (2 602 822 ლარი);

ჩორგოლიანის ქუჩის სანიაღვრე ქსელის მშენებლობა (198 719 ლარი);

მესხის ქუჩის სანიაღვრე ქსელის მშენებლობა (1 018 015 ლარი);

ბელინსკის ქუჩის სანიაღვრე ქსელის მშენებლობა (623 291 ლარი);

ხანძთელის ქუჩის სააგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა (443 140 ლარი);

პეტრიწის ქუჩის მეორე ჩიხის #9 - #12 საყრედენი კედლის მშენებლობა (372 319 ლარი);

ასლანიკაშვილის ქუჩის #70-დან ჩანჩიბაძის ქუჩის კვეთამდე გზის მშენებლობა (113 4360.00 ლარი);

ბერაძის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (455 989 ლარი);

ჯავახიშვილის ქუჩის #51 სკვერის მშენებლობა (1 104 527 ლარი);

სულხან-საბას ქუჩის ბოლო მონაკვეთის (#33-დან #79-მდე) საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა (ბეტონის გზა) - 1 498 047 ლარი;

ზ. გამსახურდიას ქუჩის #1 მრავალსართულიანი ბინის ფასადის რეაბილიტაცია (800 000 ლრი);

ზ. გამსახურდიას გამზირის #30 მრავალსართულიანი ბინის ფასადის რეაბილიტაცია (269 552 ლარი);

ზ. გამსახურდიას გამზირის #40 მრავალსართულიანი ბინის ფასადის რეაბილიტაცია (267 457 ლარი);

ზ. გამსახურდიას გამზირის #42 მრავალსართულიანი ბინის ფასადის რეაბილიტაცია (278 751 ლარი);

ზ. გამსახურდიას გამზირის #15 მრავალსართულიანი ბინის ფასადის რეაბილიტაცია (276 804 ლარი);

სხირტლაძის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (ბეტონის გზა) - 300 000 ლარი;

ჭანტურიას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა (350 000 ლარი);

უგრეხელიძის აღმართის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა (250 000 ლარი);

კლდიაშვილის ქუჩის #61-მდე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა (750 000 ლარი);

არაყიშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (600 000 ლარი);

რაც შეეხება იმ პროექტებს, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარე წელს დაიწყო და 2025 წელს უნდა დასრულდეს, ესენია:

კოსტავას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (1 197 413 ლარი);

მე-17 სპორტული სკოლის კრივის დარბაზებისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია (690 888 ლარი);

როძევიჩის ქუჩის#2ა-ში მდებარე #11 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია (2 194 751 ლარი);

მესხიშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (105 263 ლარი):

ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხის კალაპოტის, არხის გასწვრივ ტროტუარისა და გამწვანების მოწყობა (238 947 ლარი):
საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის რეაბილიტაცია (268 421 ლარი);
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ
რაიონებში დღეს, 20 იანვარს, მოსალოდნელია მცირე ნალექი.
11:11 / 20.01.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში დღეს, 20 იანვარს, მოსალოდნელია მცირე ნალექი.
უამინდობისა გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე
შეზღუდვები მოქმედებს.
10:48 / 20.01.2025
უამინდობისა გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.