ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახური "ქუთაისიპოსტისგან" აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების მონაცემებს ითხოვს
FaceBook
სპეციალური საგამოძიებო სამსახური "ქუთაისიპოსტისგან" პროევროპულ აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალას და ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს.

შესაბამისი წერილი რედაქციამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. საუბარია, 28 ნოემბერს, "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ პროევროპულ აქციაზე, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მიხეილ მუმლაძე დააკავეს. საგამოძიებო სამსახური, ასევე, ითხოვს ჟურნალისტების სახელ-გვარებს და დემოგრაფიულ მონაცემებს.

"გთხოვთ, გვაცნობოთ, საინფორმაციო პორტალ "ქუთაისიპოსტის" იმ თანამშრომელთა/ჟურნალისტთა ვინაობა და დემოგრაფიული მონაცემები, რომლებიც მითითებულ დროს იმყოფებოდნენ ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ან/და ახორციელებდნენ საპროტესტო აქციის გაშუქებას.

ასევე, გთხოვთ გვაცნობოთ, საინფორმაციო პორტალ "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტების მიერ განხორციელდა თუ არა აღნიშნული პროცესის ვიდეოგადაღება და დადებით პასუხის შემთხვევაში სად ინახება შესაბამისი ჩანაწერები, მათ შორის, დაუმუშავებელი ვიდეომასალა", - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წერილში.


"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი და "ქუთაისიპოსტის" ადვოკატი  ანა ჩაფიძე განმარტავს, რომ საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაასაბუთოს ჟურნალისტების პერსონალური მონაცემების გამოთხოვის მიზნობრიობა.

განვმარტავთ, რომ "ქუთაისიპოსტის" მიერ ამ კონკრეტულ აქციაზე გადაღებული ვიდეომასალა არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ქუთაისიპოსტის ფეისბუქგვერდზე. რაც შეეხება ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს, ორგანიზაცია წერილის ამ ნაწილში ხედავს ბუნდოვანებას, შესაბამისად, საპასუხო წერილში მოითხოვს აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების მიზნობრიობის დაზუსტებას.

"ქუთაისიპოსტი"  აგრძელებს პროევროპული აქციების გაშუქებას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II
სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ — შესაბამისი გადაწყვეტილება
წმინდა სინოდმა მიიღო.
16:07 / 18.03.2026
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ — შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.
დღეს, 14:00 საათზე გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც მიეძღვნება ილია II-ის
გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
10:57 / 18.03.2026
დღეს, 14:00 საათზე გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც მიეძღვნება ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.