ახალი ამბები
საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც "ქართული ოცნება" დეკემბრიდან გეგმავს
FaceBook
ქვეყანაში მიმდინარე დემოსტრაციების საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ დეკემბრიდან არაერთ საკანონმდებლო ცვლილებას გეგმავს.
კერძოდ, რეგულაციები წესდება პიროტექნიკის გამოყენებაზე; მარტივდება პოლიციელად მუშაობის დაწყება; ასევე, მარტივდება საჯარო სამსახურებში „რეორგანიზაცია“ - შესაბამისად, ადამიანთა გათავისუფლება. 

საჯარო სექტროში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების გამარტივების ინიციატივა „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გუშინ, 9 დეკემბერს, გაახმოვანა.

„კანონში შევა ცვლილება, რომლითაც გამარტივდება რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში. ეს უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას“, - განაცხადა მან უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, პოლიტიკური შეხედულებების გამო, ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება კანონდება, ვინაიდან პროევროპული აქციების დაწყებიდან, ასობით საჯარო მოხელემ მოაწერა ხელი განცხადებებს, რითაც ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ. 

9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ დაანონსებულ კანონპროექტებს შორისაა „პოლიციის შესახებ კანონის“ ცვლილებებიც. უფრო, კონკრეტულად, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ექნება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს. დღეს მოქმედი კანონით კი, პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იყოს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად.

ცვლილებების მიხედვით, შს მინისტრს შეეძლება, საკუთარი ბრძანებით, კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობებიც განსაზღვროს.

ოპოზიციაში აღნიშნულ ცვლილებას იმით ხსნიან, რომ "ოცნებას“ საპოლიციო ძალა უჭირს, განსაკუთრებით 28 ნოემბრის აქციების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტს აღნიშნული ცვლილებები იმ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში წარედგინა, რომელიც პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება.

ცვლილებებით, დემონსტრანტს მანიფესტაციის დროს პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორებიცაა ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიაქტიური ნივთიერებები და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატება. ამასთან, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ნებართვას სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს.

წესების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება - ჯერ 5000, განმეორების შემთხვევაში კი 6000 ლარის ოდენობით. ამასთან, „პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად არა აქვს მისი ფლობის/გამოყენების უფლება, გამოიწვევს 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ მას შემდეგ ებრძვის პიროტექნიკას, რაც პროევროპულ აქციებზე დემონსტრანტების ნაწილი პიროტექნიკას პოლიციის წინააღმდეგ იყენებს. თანაც, აღსანიშნავია, რომ ფეიერვერკები, რომლებსაც აქციის მონაწილეები ისროდნენ, დეფიციტური პროდუქტი გახდა. 

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში 20-ზე მეტ საკითხზე იმსჯელებს. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ხვალ, 8 თებერვალს, ქუთაისში, ემიგრანტების ოჯახების მარში
დაიგეგმა. 
14:23 / 07.02.2025
ხვალ, 8 თებერვალს, ქუთაისში, ემიგრანტების ოჯახების მარში დაიგეგმა. 
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ერთობლივი ძეგლის
დადგმასთან დაკავშირებით პეტიცია მომზადდა.
12:32 / 07.02.2025
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ერთობლივი ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით პეტიცია მომზადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.