ახალი ამბები
საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 338 პირი
FaceBook
საპროტესტო აქციებზე რვა დღის განმავლობაში,  დაკავებულია 338 პირი.

დაკავებულებს სამართალდამცავები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ედავებიან. კონკრეტულად ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას , ეს კი ნიშნავს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას.

დაკავებულთა ინფორმაციით ბევრ მათგანს სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.



5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე ქუთაისის მეოთხე განყოფილების იზოლატორში იმყოფება.

არასრულწლოვანთან ერთად, წინასწარი მოთავსების საკანში ღამე გაათია დაკავებულის დედამაც. 17 წლის მოზარდს, სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ.
მანამდე ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს აქტივისტი და პედაგოგი მიშა მუმლაძე.

პოლიცია მას 173-ე მუხლის საფუძველზე, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე 319 განცხადებაა შესული.

ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მერვე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. დემონსტრანტებს პოლიცია სასტიკად უსწორდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:06 / 14.06.2025

15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
11:03 / 14.06.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.