ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალა - დაკავებულია ათზე მეტი პირი
FaceBook
პოლიციელებმა თბილსიში მიმიდნარე საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს.

მედიის და არასამთავრობოების ცნობით დაკავებული იყო ათამდე პირი. მათ შორის "მთავარი არხის" ოპერატორი.

თუმცა მოგვიანებით პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა დაკავებული რამდენიმე ადამიანი.

სამართალდამცავები მათ ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მანამდე საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია,

ძალოვნები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, გამთენიისას მივიდნენ.
მანამდე შსს-მ განაცხადა, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგებაძე მას თავს დაესხა.
11:26 / 10.05.2026
გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგებაძე მას თავს დაესხა.
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ
სამხედრო კონფლიქტად მიიჩნევა, რომელმაც მილიონობით ადამიანის
სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეცვალა.
14:04 / 09.05.2026
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ სამხედრო კონფლიქტად მიიჩნევა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეცვალა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.