ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტი ტერმინალის საახალწლოდ მოსართავად მგზავრებს იწვევს
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალი წლისთვის ემზადება.

მგზავრებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ყველა იმ პირს იწვევს, ვისთვისაც მოგზაურობა და ფრენა სიახლის აღმოჩენასთან და ახალ ემოციებთან არის დაკავშირებული. აეროპორტის  ინიციატივით, ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც უმგზავრია ქუთაისის აეროპორტიდან,  ექნება შესაძლებლობა თავისი გემოვნებით მორთოს აეროპორტის ტერმინალი.

როგორც აეროპორტში განმარტავენ,  დაინტერესებული პირებისთვის საკუთარი საქმიანობის კიდევ უფრო წარმოსაჩენად, საახალწლო დეკორაციების მოწყობისთვის, ტერმინალში სპეციალურ ზონებს გამოყოფენ. 

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებების მიღება დაწყებულია, რომელიც  13 ნოემბრის 00:00 საათამდე ვადაში უნდა წარმოადგინონ.

ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებს და პროცედურებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ინტერესთა გამოხატვა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანაზეც აქვს გამოცხადებული. 





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
11:02 / 31.10.2025
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, შალვა
კირთაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი განათლების
რეფორმის კონცეფცია საჭირო და აუცილებელია.
10:49 / 31.10.2025

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, შალვა კირთაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი განათლების რეფორმის კონცეფცია საჭირო და აუცილებელია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.